ადაპტირებული გაკვეთილი

ადაპტირებული გაკვეთილის გეგმა
                                                      ადაპტირებული გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა                     რევაზ ინანიშვილის ,,მოხეტიალე მუსიკოსი’’

კლასი                      დაწყებითი საფეხური / IVკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა - 15
მათ შორის სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა -1

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
     მთელი კლასისთვის
  
 ქართ. IV. 8. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის (მხატვრულის/არამხატვრულის) მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.

·         მონაწილეობს წაკითხულის შესახებ გამართულ დისკუსიებში; საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს წაკითხული ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.

ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
·         მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით;
·         ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
·         აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;

ქართ. IV. 13. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი ფორმების გამოყენება წინადადების აგებისას და პუნქტუაციის ძირითადი  წესების დაცვა.

·         სათანადოდ იყენებს ნაცნობი გრამატიკული ფორმების მართლწერის წესებს წინადადების/ფრაზის აგებისას;
·         აკვირდება სიტყვათა ლექსიკურ მნიშვნელობას და კონტექსტის გათვალისწინებით შეურჩევს მათ ადგილს;




                  სსსმ მოსწავლისთვის (მოდიფიცირებული): 
    
ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ ტექსტში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.(მოდიფიცირებული)
·         ასახელებს ნაწარმოების მოქმედ პირებს;
·         პოულობს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს.

ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
·         აფასებს გმირის საქციელს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას. (მარტივი წინადადებებით);

ქართ. IV. 12. მოსწავლეს შეუძლია შესწავლილი ტექსტის  წერილობით გადმოცემა.(მოდიფიცირებული)
·         მოსწავლეს შეუძლია ნასწავლი ტექსტი გადმოსცეს წერილობით სამი ოთხ სიტყვიანი წინადადებით.

   


ცოდნის წინაპირობა  მთელი კლასისთვის
მოსწავლეებს, შეუძლიათ ასაკის შესაბამისი ტექსტის შინაარსის გაგება/ გააზრება, პერსონაჟთა დახასიათება, მათ თვისებებსზე მსჯელობა გუნდური მუშაობა.
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ რევაზ ინანიშვილის  მოთხრობა ,,მოხეტიალე მუსიკოსი’’, მათ უნდა იცოდნენ მოთხრობის შინაარსი, რისი თქმა სურდა ავტორს;






 ცოდნის წინაპირობა სსსმ მოსწავლისთვის
კითხულობს ტესტს დამარცვლით.  მარცვლებს აერთიანებს სიტყვებში. შეუძლია მეორე კლასის ნაწარმიოების შინაარსის გაგება და მოყოლა ისე რომ არ გამოტოვოს ნაწარმოების პირველი და მეორეხარისხოვანი ფაქტები, დაახასიათოს პერსონაჟის ძირითადი თვისებები მაგ: კეთილია, ბოროტია, მშრომელია და ა.შ.
შეუძლია წიგნიდან ან დაფიდან მასალის გადაწერა.  შეუძლია მარტივ სიტყვაში გამოტოვებული ასოს დასახელება და ჩაწერა მაგ: დათვ- (დათვი) ან სახ-ი  (სახლი) და ა.შ.შეუძლია მისთვის ნაცნობი ტექსტის შინაარსის გადმოცემა 5–6 სიტყვიანი წინადადებით.



  ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი   გაკვეთილის ბოლოს.
მთელი კლასისთვის
    გაკვეთილის სასწავლო მიზანი მთელი კლასისთვის
·         მხატვრული ტექსტის კითხვა და ანალიზი
·         წაკითხულის გააზრება,კრიტიკული აზროვნების განვითარება.
·         ზეპირი და წერითი მეტყველების  განვითარება.
·         ლექსიკური მარაგის გამდიდრება.

გაკვეთილის მიზანი სსსმ მოსწავლისთვის:
·         მხატვრული ტექსტის შინაარსის გაგება (ადაპტირებული ტექსტი).
·         ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
·         პერსონაჟების მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა.


           
          A ფაზა(გამოწვევა). შესავალი ნაწილი -7 წთ
B  ფაზა (შინაარსის რეალიზება)   ძირითადი ნაწილი - 30 წთ.
             C  ფაზა (გამთლიანება) დასასრული, შემაჯამებელი ნაწილი -  8 წთ.


აქტივობა მთელი კლასისთვის


რესურსი
აქტივობა სსსმ             მოსწავლისთვის


დრო
რესურსი
A ფაზა(გამოწვევა). შესავალი ნაწილი


მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს და ამოიკითხავს სიას.
7წთ





1წთ.





                    აქტივობა#1

   გაკვეთილის ახსნა  იწყება ვიდეომასალის ჩვენებით, ვიდეომასალის სახელწოდება არის  ,, მუსიკა და მისი ძალა’’.


ვიდეორგოლის წყარო: https://www.youtube.com/watch?v=bIdN-0-0LnE(ლიანა ისაკაძე  ვივალდის ზაფხული)1წთ.


ვიდეომასალის ჩვენების შემდეგ, მასწავლებელი უსვამს მოსწავლეებს შემდეგ შეკითხვებს:
        -რა იყო ნაჩვენები ვიდეომასალაში?
        - თქვენი აზრით, რატომ დავიწყეთ გაკვეთილი ამ ვიდეომასალის ნახვით?
         –როგორი ემოციის გამოწვევა შეუძლია მუსიკას?








3წთ.
ვიდეო რგოლი, პროექტორი, კომპიუტერი.








1)მოეწონა თუ არა მოსმენილი მუსიკა, რა ემოციები გამოიწვია მასში?
2)რომელი ინსტრუმენტით იყო შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები?

                                  


3წთ.
ვიდეო რგოლი, პროექტორი, კომპიუტერი.



































                    აქტივობა # 2

           ,,გონებრივი იერიში''  

მასწავლებელი დაფაზე ხატავს მზეს, მზეში  წერს სიტყვა პროფესია და  სთხოვს მოსწავლეებს  სხივებზე მიაწერონ  ამ ნაწარმოებში ნახსენები პროფესიები და აგრეთვე  სხვა რა პროფესიები იციან.

მასწავლებელი უსვამს მოსწავლეებს კითხვებს:
რა იციან მათ მიერ სხივებზე მიწერილი პროფესიების შესახებ ?






3წთ





დაფა, ცარცი.








სსსმ მოსწავლე  ასახელებს თვასაჩინოებაზე გამოსახული ადამიანის პროფესიას.(იხ.დანართი N1)







დაფა,ცარცი.
ილუსტრაცია.
B  ფაზა (შინაარსის რეალიზება)   ძირითადი ნაწილი


                  აქტივობა # 3 დრო
               ტექსტის ანალიზი
    მასწავლებელი მოსწავლეებს აკითხებს  ტექსტს  გამომეტყველებით, პაუზების დაცვით და მკაფიოდ. მოსწავლეები თვალს ადევნებენ ტექსტს და მზად არიან სწრაფად გააგრძელონ კითხვა, როდესაც მასწავლებელი მოულოდნელად მათ სახელს დაასახელებს.
მასწავლებელი მოსწავლეებს წაკითხული ნაწარმოების ირგვლივ უსვამს შეკითხვებს,  რათა მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრონ ტექსტი.
1.ვინ არის მოხეტიალე მუსიკოსი?
2.რას ამბობდა ხალხი მის შესახებ?
3.როგორ შეხვდა იგი მეშუქურეს?
4. რა სიტყვებით გამოხატა მეშუქურემ თავისი დამოკიდებულება მუსიკისადმი?
5.სად ხდება მოქმედება?


30 წთ.


10 წთ





მოსწავლის სახლმძღვანელო.




     
სსსმ მოსწავლეც ჩართულია კითხვის პროცესში. (მას აქვს ადაპტირებული ტექსტი, იხ. დანართი N2) ის მზადაა გააგრძელოს კითხვა მაშინ, როდესაც მასწავლებელი მის სახელს დაასახელებს. მოსწავლეს ტექსტზე თვალის მიდევნებაში ეხმარება  მასწავლებელი.
მასწავლებელი  სსსმ  მოსწავლეს წაკითხული ნაწარმოების ირგვლივ უსვამს შეკითხვებს,  რათა  უკეთ გაიაზროს ტექსტი.
            1.რაზე უკრავდა მუსიკოსი?
2.როგორ გამოიყურებოდა იგი?






ადაპტირებული ტექსტი (იხ.დანართიN2)














                             აქტივობა # 4 

მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს სამ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს აძლევს დავალებას.

პირველმა ჯგუფმა ტექსტში მოცემული უცხო სიტყვებს უნდა მიუწერონ განმარტება და სიტყვის         სინონიმი .

მეორე ჯგუფს მასწავლებელი აძლევს ილუსტრაციებს, რომელიც ასახავს ტექსტის შინაარს. მასწავლებელი სთხოვს ჯგუფის წევრებს  მოძებნონ და ამოიკითხონ ის ადგილები ტექსტში, სადაც  აღწერილია:
მუსიკოსისა და მეშუქურის შეხვედრა.


მესამე ჯგუფს მასწავლებელი აძლევს დავალებას დაწერონ თავისი აზრი ტექსტის მიხედვით რომელი უფრო საჭირო საქმეს აკეთებს მეშუქურე თუ მევიოლინე?


ამის შემდეგ მოსწავლეები აწყობენ პრეზენტაციას.




10 წთ
  მოსწავლის სახლმძღვანელო, აქტივობების რვეული, რვეულები, კალმები,  ფანქრები, დიაგრამები, სლაიდები, ილუსტრაციები.

სსსმ მოსწავლე შედის მეორე ჯგუფში.  მასწავლებელი დებს მოსწავლის წინ ასოებს, რომელიც დანომრილია თანმიმდევრობით და დალაგებულია არეულად. მოსწავლემ უნდა დაალაგოს ციფრები სწორად, რომლის შედეგადაც მიიღოს ტექსტიდან კონკრეტული უცხო სიტყვა (მაგ: ფრაკი, შუქურა, პლედი და ა.შ) , რომლის მნიშნელობასაც გაიგებს მასწავლებლის დახმარებით.





სსსმ მოსწავლე წარადგენს  მის მიერ აწყობილ უცხო სიტყვებს და მასწავლებლის ან თანატოლის დახმარებით განმარტავს მას.
10 წთ

დანომრილი ბარათები.
მოსწავლის სახლმძღვანელო, აქტივობების რვეული.
აქტივობა #5 - ვენის დიაგრამა

მასწავლებელი  მოსწავლეებთან ერთდ ადგენს ვენის დიგრამას, რომელსაც აკეთებენ დაფაზე.  რა მსგავი და რა განმასხვავებელი თვისებები აქვთ მუსიკოსსა და მეშუქურეს?


5წთ
დაფა, ცარცი, მოსწავლის სახლმძღვანელო, აქტივობების რვეული, რვეულები, კალმები,  ფანქრები, დიაგრამები, ილუსტრაციები



აქტივობაში სსსმ მოსწავლეც  ერთვება, რადგან მას შეუძლია დასმულ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვას საკუთარი შეხედულება ზეპირად.

5წთ

აქტივობა # 6
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს წერით სამუშაოს. მოსწავლეებმა უნდა გადაშალონ აქტივობების რვეული 57-ე გვერდზე და შეასრულონ დავალება. დავალებაში მოცემულია ტექსტი, თითოეულ წინადადებაში გამოტოვებულია ამ გაკვეთილზე ნასწავლი სიტყვა,  ტექსტში ჩასასმელი სიტყვები მოცემულია დავალების ინსტრუქციაში. მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ ტექსტი და შესაბამის ადგილას ჩასვან გამოტოვებული სიტყვები.
5წთ
მოსწავლის სახლმძღვანელო, აქტივობების რვეული, რვეულები, კალმები,  ფანქრები, დიაგრამები, სლაიდები, ილუსტრაციები.
აქტივობა სსსმ მოსწავლისათვის:
მასწავლებელი  მოსწავლეს          აძლევს სიტყვას ბაღი–მებაღე,ყვავილი–.........
წაღი–მე......,    და სთხოვს ჩაწეროს რვეულში.


5წთ
მოსწავლის სახლმძღვანელო, აქტივობების რვეული, რვეულები, კალმები,  ფანქრები, დიაგრამები, სლაიდები, ილუსტრაციები.
               C  ფაზა (გამთლიანება) დასასრული,   შემაჯამებელი ნაწილი

                     აქტივობა #8

         თვითშეფასება   
   მასწავლებელი ავსებინებს სქემას მოსწავლეებს:

რა ვიცოდი
რა გავიგე
რა
მინდა ვიცოდე




მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს გაკვეთილს და აძლევს მათ საშინაო დავალებას, გააგრძელონ და თავიანთი ფანტაზიით წერილობით დაასრულონ  სახლში ეს მოთხრობა.
 8 წთ.



6წთ
დაფა, ცარცი.












სსსმ მოსწავლეს კი აძლევს დავალებას დაწეროს პროფესია რომელსაც ის აირჩევს სკოლის დამთავრების შემდეგ.






6წთ.
დაფა, ცარცი.

ურთიერთშეფასება, თვითშეფასება, მასწავლებლის უკუკავშირი

მასწავლებელი სვამს კითხვას: ვინ იაქტიურა ამ გაკვეთილზე? (ბავშვები დაასახელებენ)
მასწავლებელი გამოიყენებს   ,,დიახ“ და  ,,არა“ ბარათებს. დასახელებულ მოსწავლეებზე, თითოელი მოსწავლე ასწევს ბარათს, ეთანხმება თუ არა მის აქტიურობას. დასახელებული მოსწავლეები შეაფასებენ საკუთარ აქტიურობას. მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასებით იმის საფუძველზე
თუ რამდენად აქტიურობდნენ  გაკვეთილზე მოსწავლეები და სწორად პასუხობდნენ  დასმულ კითხვებზე.

2წთ
„დიახ“ და „არა“ ბარათები.


2წთ


„დიახ“ და „არა“ ბარათები.






                  




  უნარები/ კომპეტენციები

  წარმოდგენილი გაკვეთილის გეგმა მოსწავლეებში  განავითარებს:

    Ø  კომუნიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა
    Ø  კრიტიკული აზროვნება
    Ø  თვითრეალიზაცია
    Ø  აზრთა პატივისცემა

    წარმოდგენილი გაკვეთილის გეგმა სსსმ მოსწავლეს განუვითარებს:


    Ø  კომუნიკაცია, ურთიერთთანამშრომლობა
    Ø  სხვისი მოსმენის უნარი
    Ø  საკუთარი აზრის გამოთქმის უნარი





                                               


                                                                     გაკვეთილის გეგმაში გამოყენებული სასწავლო სტრატეგიები.

მე ჩემს მიერ წარმოდგენილ გაკვეთილის გეგმაში გამოვიყენე არაპირდაპირი სწავლების სტრატეგია,რადგან ამ დროს , მოსწავლეები სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეები არიან, ისინი მასწავლებლის დახმარებით თავად აგებენ ცოდნას. არაპირდაპირი ანუ კონსტრუქტივისტული მეთოდით სწავლების გამოყენება ეფექტურიარადგან ხელს უწყო მოსწავლეთა გააქტიურებას და ჩართულობას; ხელს უწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებასხდის მათ მოტივირებულს, მოიძიონ ინფორმაცია, დაახარისხონ, გააანალიზონ, შეაფასონ, განაზოგადონ; მოსწავლეებს უვითარებს კვლევა-ძიებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარებს.


                გაკვეთილის გეგმის შემუშავებისას გამოყენებული სწავლებისა და განვითარების თეორიები.

  ეს გაკვეთილი ტარდება IV კლასში ჟ.პიაჟეს ბავშვის კოგნიტური განვითარების კლასიფიკაციის მიხედვით მოსწავლეები იმყოფებიან კონკრეტულოპერეციულ  სტადიაზე, როცა  მათთვის მისაწვდომია:ინფორმაციის შენახვა, კლასიფიკაცია რამდენიმე ნიშნით, რაც ეფუძნება თვალსაჩინოდ მიწოდებულ მასალას. მუშაობის ფორმაც დამახასიათებელია ჟ.პიაჟეს თეორიისთვისჯერ ინდივიდუალური შემდეგ წყვილებში ინფორმაციის გაცვლა. ამ შემთხვევეში განვითარება და სწავლება აკომოდირება-ასიმილების შედეგია. როცა ახალი ცოდნა ეფუძნება უკვე არსებულ სქემას.                                                                             
  გამოყენებულია ჯ.ბრუნერის სკაფოლდინგი-ხარაჩო, როცა მოსწავლე მუშაობს პედაგოგის დახმარებით. ასევე აუცილებელია განწყობის შექმნა,მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართვისა და მოტივაციისათვის. (უზნაძე)


დანართი N1
  1. მძღოლი                                                                       
                         
მზარეული:

        

დურგალი:

   
დანართი N2
ადაპტირებული ტექსტი სსსმ მოსწავლისთვის
                                      მოხეტიალე მუსიკოსი             რევაზ ინანიშვილი
(შემოკლებით)
შვედეთში ზღვის სანაპირო სოფლებში ზაფხულობით  მოხეტიალე მუსიკოსი  დადიოდა. ძველი შლაპა და გახუნებული ფრაკი ეცვა. პატარა ნავი ჰქონდა, ჭრელი პლედი და ვიოლინო. ნავს ნაპირთან მიაყენებდა  სოფლის მყუდრო მოედანზე გავიდოდა და ვიოლინოს  დაუკრავდა, დაკვრას რომ მორჩებოდა, კმაყოფილი მსმენელები ხურდა ფულს უყრიდნენ ვიოლინოს ბუდეში. ხანდახან  მუსიკოსი სოფლის ნადიმებზეც უკრავდა. ერთნი ლაპარაკობდნენ  დიდი მუსიკოსი ვერ გახდა იმიტომ დაეხეტება სოფლიდან სოფლად; მეორენი პირიქით,სოფლიდან სოფელში ხეტიალი ამჯობინაო. არავინ იცოდა, ვინ იყო მართალი.
მუსიკოსი ხნიერი იყო, მაგრამ ძალიან მხნედ გამოიყურებოდა. ღამის გასათევი ფარდული და სათივე ღვთის მოწყალებად მიაჩნდა. გაეხვეოდა თავის ჭრელ პლედში, თავქვეშ ვიოლინოს ამოიდებდა და უშფოთველი ძილით ეძინა.
ერთხელ მუსიკოსს ღამე ზღვაზე გაუადრდა და შუქურას მიადგა. იქ  წვერგაბურძგნული მრისხანე  კაცი დახვდა. მუსიკოსის მისალმებაზე მხოლოდ მძიმედ ამოიოხრა, ჩხირებს თლიდა და ყურადღებას არ აქცევდა. წამოდგა, შუქურაში ასვლა დაიწყო მუსიკოსიც აჰყვა.მაღლა, ვარვარა სინათლე და ოხშივარში იდგა. ქარს წვიმის ცივი წვეთები შემოჰქონდა.  მინა ძაგძაგებდა მეშუქურემ მინა გაამაგრა.მანათობელ მოწყობილობას ხელის გაყოლებით გაჰყვა და  თავისთვის თქვა: – გემებს რომ გზა არ აებნეთ.
 მეშუქურე პურით,თევზით და ხმელი ყველით  გაუმასპინძლდა. სტუმარმა  მეშუქურეს გამოჰკითხა ვინ იყო,მასპინძელმა სიამაყით თქვა: – მე არავინ მყავს, მარტო ვარ.
მერემეშუქურემაც იკითხა სტუმრის ვინაობა,მაგრამ ვერ გაიგო სიტყვის მნიშვნელობა,“მუსიკოსი ვარო“ მაშინ ვიოლინო ბუდიდან ამოიღო მუსიკოსმა.  და რამოდენიმე მელოდია დაუკრა,ბოლოს ვიოლინო მაგიდაზე დადო. მეშუქურე აღფრთოვანებული იყო.ძალიან ფრთხილად გადუსვა ხელი ვიოლინოს და გაღიმებულმა თქვა: – კარგი საქმე გცოდნია, ადამიანების სულებს რომ არ აებნეთ გზა. რამდენიმე წუთით ორი ადამიანი ნამდვილად ბედნიერი იყო ქვეყანაზე


ტექსტი მთელი კლასისთვის
                                            მოხეტიალე მუსიკოსი             რევაზ ინანიშვილი
(შემოკლებით)
  შვედეთში ზღვის სანაპირო სოფლებში ზაფხულობით გამოჩნდებოდა ხოლმე ერთი მოხეტიალე მუსიკოსი. ძველისძველი გახუნებული ფრაკი ეცვა, ასევე დაძველებული შლაპა ეხურა. ერთი პატარა ნავი ჰქონდა, ჭრელი პლედი და ვიოლინო. ნავს ნაპირთან მიაყენებდა, მშრალზე ათრევდა ბუდეში ჩადებულ ვიოლინოსა და პლედს გადმოიღებდა, სოფლის მყუდრო მოედანზე გავიდოდა, ვიოლინოს მხართან მოიმარჯვებდა და დაუკრავდა, სწრაფად მოგროვდებოდნენ სოფლელები, დიდები და პატარები, შესცქეროდნენ მუსიკოს და ზოგს ეღიმებოდა, ზოგი დაფიქრებული იდგა.
     მუსიკოსი დაკვრას რომ მორჩებოდა, შლაპას მოიხდიდა, თავის ირგვლივ შემოატარებდა და ისევ დაიხურავდა .კმაყოფილი მსმენელები ხურდა ფულს უყრიდნენ ვიოლინოს ბუდეში.
ხანდახან მოხეტიალე მუსიკოს სოფლის ნადიმებზეც იწვევდნენ. იმ ნადიმზე მუსიკოსი საცეკვაო მელოდიებს უკრავდა. თვითონ მშვიდად იდგა, მონადიმე კაცები და ქალები კი გატაცებით ცეკვავდნენ.
ვინც კი მუსიკოსის წარმომავლობა იცოდა, მხრების აჩეჩვით ლაპარაკობდა ეგაო დიდი მუსიკოსი ვერ გახდა და ამიტომ დაეხეტება სოფლიდან სოფლად; მეორენი პირიქით ეგ დიდი მუსიკოსი იმიტომ ვერ გახდა, სოფლიდან სოფელში ხეტიალი ამჯობინაო. არავინ იცოდა, ვინ იყო მართალი მათ შორის.
 ერთი რამ ცხადი იყო მუსიკოსი ხნიერი ჩანდა, მაგრამ ძალიან მხნედ გამოიყურებოდა. თვალები ახალგაზრდულად უბრწყინავდა, ნავის ნიჩბების ხშირი ხმარებისაგნ მკლავები დაჰკუნთოდა. ჭამით ცოტას ჭამდა, სმით არ სვამდა. ღამის გასათევის არჩევანშიც არ შედიდო ფარდული და სათივე ღვთის მოწყალებად მიაჩნდა. გაეხვეოდა თავის ჭრელ პლედში, თავქვეშ ვიოლინოს ამოიდებდა და უშფოთველი ძილით ეძინა.
ერთხელ მუსიკოს ზღვაზე გაუადრდა, ბურუსი ჩამოწვა. ზღვამ ღელვა დაიწყო, თანაც ღამდებოდა მუსიკოსი მაინც ყოჩაღად მიცურავდა. ბოლოს სინათლე შეამჩნია, იმ სინათლისაკენ წავიდა და მალე შუქურას მიადგა. იქ ერთი წვერგაბურძგნული კაცი დახვდა, ძალიან

მრისხანედ გამოიყურებოდა. მუსიკოსის მისალმებაზე მხოლოდ მძიმედ ამოიოხრა, ნათქვამი კი ხომ არ შეწუხდებოდა, რომ მის მყუდროებას არღვევდა თითქოს არც კი გაუგონია იჯდა, ჩხირებს თლიდა და მუსიკოს ყურადღებას არ აქცევდა. რამდენიმე ჩხირი რომ გამოთალა, წამოდგა, შუქურაში ასვლა დაიწყო მუსიკოსიც მაღლა აჰყვა.
იქ, მაღლა, ვარვარა სინათლეში და ოხშივარში მოხვდა. ზღვის მხრიდან ქარს წვიმის ცივი წვეთები შემოჰქონდა. რომელიღაც მინა ძაგძაგებდა მეშუქურე ჩაცუცქდა, დანის მძიმე ტარით კაკუნი ატეხა, მინა ჩააჩუმა, მანათობელ მოწყობილობას ხელის გაყოლებით გაჰყვა და თითქოს თავისთვის ჩავიდნენ დაბლა, მეშუქურემ პური,თევზი და ხმელი ყველი გამოუღო თვითონაც დაიწყო ჭამა. პურისა და ყველის ყოველ ლუკმას ბასრი დანით იჭრიდა და ნელ–ნელა ღეჭავდა. მუსიკოსიც მადიანად ჭამდა, თან თითქოს წვიმისა და ზღვის ხმაურს უსმენდა. მაინც მოახერხა და მეშუქურეს გამოჰკითხა ვინ იყო, სადაური იყო, შინ ვინ ჰყავდა. მეშუქურემ თითქოს სიამაყით თქვა: – მე არავინ მყავს, მარტო ვარ, მთლად მარტო.
მუსიკოსი დაფიქრდა.
მერე მეშუქურემაც იკითხა სტუმრის ვინაობა. მუსიკოსმა რომ უთხრა , მევიოლინე ვარო , მიხვდა ,მეშუქურემ ვერ გაიგო სიტყვის მნიშვნელობა. მაშინ მუსიკოსმა ვიოლინო ბუდიდან ამოიღო.  
––აი ეს არის ჩემი იარაღი, ამით ვაკეთებ ჩემს საქმესო.
ვიოლინო მხართან მიიტანა და ნელ–ნელა დაუკრა. მეშუქურე მშვიდად შეჰყურებდა. მუსიკოსმა ერთი მელოდია დაამთავრა. მეშუქურეს ისეთი თვალები ჰქონდა, მეორეც დაუკრა, მერე მესამე მელოდიაც დაუკრა. ბოლოს ვიოლინო მაგიდაზე დადო. მეშუქურემ ფრთხილად, ძალიან ფრთხილად გადაუსვა ხელი და გაღიმებულმა თქვა:

        კარგი საქმე გცოდნია, ადამიანების სულებს, რომ არ აებნეთ გზა. რამდენიმე წუთით ორი ადამიანი ნამდვილად ბედნიერი იყო ქვეყანაზე.

Комментарии

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога